საია ითხოვს, 5 ივლისის ორგანიზატორების ნაწილში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, 5 ივლისის ძალადობის საქმეზე, ორგანიზატორების ნაწილში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოძიებაც ამჟამად შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს, გამოსაძიებლად საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცეს.

გარდა ამისა, საია ითხოვს, პროკურატურამ აცნობოს, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო უფლებამოსილი მოხელეების უმოქმედობასა/არაჯეროვანი ქმედების ფაქტთან დაკავშირებით;

საქართველოს პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოვუწოდებთ:

5-6 ივლისთან დაკავშირებით გამოიძიონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ შესაძლო ჩადენილი დანაშაულები.

არასამთავრობო ორგანიზაცია ჟურნალისტებზე ძალადობის 1 წლისთავზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები ამ დრომდე სათანადოდ არ არის გამოძიებული

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი