ლექსო რაფავას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

წინასაარჩევნოდ დაკავებული ხობის პოლიციის ყოფილი უფროსს, ლექსო რაფავას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. განაჩენი გუშინ გამოცხადდა. 

სარეზოლუციო ნაწილი ადვოკატს ჯერ არ ჩაბარებია. ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ოჯახიც და ყოფილი პოლიციელებიც გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ლექსო რაფავა პოლიტიკური პატიმარია. ოჯახის განცხადებით, ხელისუფლებამ ის იმიტომ დაიჭრა, რომ ოპოზიციას ღიად უჭერდა მხარს და წინასაარჩევნოდ აგიტაციაში იყო ჩართული. 

ოჯახიც და ბრალდებულიც აცხადებს, რომ იარაღი პოლიციამ ჩაუდო.

ცნობისთვის, 2021 წლის 21 ოქტომბერს, ხობში წინასაარჩევნოდ, სპეცოპერაციის დროს ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა დააკავეს. მას იარაღის შეძენა-შენახვას ედავებიან. ლექსო რაფავას დაკავების შემდეგ, გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვნის, რუსლან შამახიას სახლი სენაკში, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. იმავე დღეს, თბილისში კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი, კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი დააკავეს. 

ლექსო რაფავა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხობის რაიონული სამმართველოს უფროსი 2010 – 2012 წლებში იყო. მანამდე ის პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი