ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა საპატიმრო დატოვა

გამოქვეყნდა:

ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი თავისუფალია - ერმაკოვმა საპატიმრო უკვე დატოვა. 

გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

ერმაკოვი 2019 წლის მაისში, ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანთან ერთად, ე.წ. იაფი სახლის" საქმეზე დააკავეს. ერმაკოვს 1 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ 2020 წლის იანვარში ცნო და  7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

სააპელაციოს მოსამართლემ კი დღეს, ერმაკოვს მუხლი გადაუკვალიფიცირა და მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დაუტოვა, რაც 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი ერმაკოვმა პატიმრობის ეს ვადა უკვე მოიხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი