
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების ყველა წყარო ცნობილია.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში 939 ადამიანია ინფიცირებული, აქედან გამოჯანმრთელდა 817, გარდაცვლილია სულ 15 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 242 პაციენტი, კარანტინში კი - 3080.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 939
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 817
მათ შორის გარდაცვლილი - 15
კარანტინის რეჟიმში - 3080
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 242