ინციდენტი წყალტუბოში - 17 წლის გოგო ლიფტის შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

წყალტუბოში სავაჭრო ცენტრის ყოფილი შენობის ლიფტის შახტაში მესამე სართულიდან 17 წლის გოგონა ჩავარდა და დაიღუპა. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრიში ადასტურებენ.

უწყების პრესსამსახურში "მთავარს" განუცხადეს, რომ მოხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით 3 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით, ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი