"ხუმრობით მიუდგა, მნახონ და მერე ილაპარაკონო" - ადვოკატი ბილანიშვილის დაკავებას უარყოფს

გამოქვეყნდა:

"კანონიერი ქურდის", კაკო ბილანიშვილის დაკავების შესახებ, ბერძნული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ბილანიშვილის ადვოკატი უარყოფს და სიცრუეს უწოდებს.  თამარ აბესაძე ამბობს, რომ ბილანიშვილი მისი დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ხუმრობით მიუდგა":

"დაკავებული არ არის, სიცრუეა, თუნდაც საბერძნეთის მასმედია აშუქებდეს, გადაუმოწმებელი ინფორმაციაა. აკაკი ბილანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, ვერ დაიჯერებთ ესეთი რამე თქვა ადამიანზე, რომ ბანდას ხელმძღვანელობს...

გვაქვს კავშირი ხშირი და ხუმრობით მიუდგა ამ საკითხს, მნახონ და შემდგომში ილაპარაკონ ამასთან დაკავშირებითო" ამბობს ბილანიშვილის უფლებადამცველი თამარ აბესაძე.

დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დუმს ბილანიშვილის ოჯახი. 

შეგახსენებთ, ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია საქართველოს მოქალაქეების დანაშაულებრივი 13 კაციანი დაჯგუფება. ბერძნული მედია დაკავებულების ვინაობასა და ფოტოებს აქვეყნებს და წერს რომ მათ, ათენში ათეულობით სახლი გაძარცვეს. 

საბერძნეთის პროკურატურის ინფორმაციით, კარგად ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას სათავეში ედგა გავლენიანი ქართველი "კანონიერი ქურდი" კაკო ბილანიშვილი. 

10 მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ბერძენმა სამართალდამცველებმა ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და ავტომობილები ამოიღეს.  ამოღებულია "კანონიერი ქურდის" კუთვნილი ე.წ. კასტეტი და რამდენიმე ხელჯოხი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი