"რუსთავი 2-ის" საქმეზე სააპელაციო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა

გამოქვეყნდა:

"რუსთავი ორის" საქმეზე სააპელაციო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა, მოსამართლეთა კოლეგიას საპაექრო სიტყვით ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ადვოკატმა მიმართა, თუმცა დროის სიმცირის გამო, შესავალ სიტყვას მომდევნო სხდომაზე გააგრძელებენ.

კახა კოჟორიძის თქმით, სამართლიანი სასამართლოს არსებობის შემთხვევაში, ქიბარ ხალვაშის სიტყვა საკმარისი იქნებოდა "რუსთავი ორის" დამფუძნებლის წილების დასაბრუნებლად, თუმცა აპელანტები უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ითხოვენ ხალვაშის სასამართლოში მისვლას.

"რუსთავი ორის" დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ამბობენ, რომ მათ ტელეკომპანიის 60%-იანი წილი, ძალადობით დაათმობინეს. ახლა ისინი მის დაბრუნებას ითხოვენ. რუსთავი 2-ის დამფუძნებლების შეფასებით, სასამართლო პროცესები პოლიტიკური მოტივით ჭიანურდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი