ვინ არიან 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის მთავარი ბრალდებულები | ვახტანგ ჩარკვიანის მამა დღეს მედიკოსების ვინაობას დაასახელებს

გამოქვეყნდა:

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის ახალი დეტალები - ვახტანგ ჩარკვიანის მამა დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს იმ მედიკოსების გვარებს დაასახელებს, რომლებმაც მისი მტკიცებით, შვილი არასწორი მკურნალობით მოუკლა და სამედიცინო ისტორია გააყალბა.

გაიოზ ჩარკვიანი ამტკიცებს, რომ საქმეში უკვე დევს რეგულირების სააგენტოს და ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კლინიკის 7 ექიმის პასუხისმგებლობას აყენებს.

რეგულირების სააგენტომ ექიმების მხრიდან გადაცდომა, დაუდევრობა, გულგრილობა და  უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები უკვე დაადგინა. გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა კი ახლა მათთვის ლიცენზიის ჩამორთმევას, პასუხისგებაში მიცემას და უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

"446 გვერდიდან, ფაქტობრივად ¾ გაყალბებულია სამედიცინო ისტორია, გადაწერილია. სამართლიანობამ უნდა იზეიმოს. შვილს ვერაფერს ვუშველით, მაგრამ საზოგადოებამ უნდა გაიგოს, ვის ხელში ვართ. არავინ იცის ხვალ ვინ რას უნდა ელოდოს. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომელ ექიმებთან მივიდნენ და იმკურნალონ", - ამბობს გაიოზ ჩარკვიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი