უსინათლოთა კავშირიდან გათავისუფლებულთა ნაწილი მე-7 დღეა შიმშილობს - ომბუდსმენის განცხადება

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატში მიმდინარეობს საქმისწარმოება ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის ა(ა)იპ განათლების, კულტურისა და სპორტის ცენტრიდან 12 პირის გათავისუფლების კანონიერების საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უსინათლოთა კავშირის მხრიდან იკვეთება საქართველოს კონსტიტუციითა და შრომის კანონმდებლობით გარანტირებული შრომითი უფლებების დარღვევის ნიშნები.

ომბუდსმენი ამბობს, რომ გათავისუფლებულთა უმრავლესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელთაგან 3-მა მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას და ისინი უკვე მე-7 დღეა ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის შენობაში შიმშილობენ, რაც, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უკიდურესი საფრთხის შემცველია.

"სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლებელია საკითხი ურთიერთშეთანხმების გზით გადაწყდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოშიმშილეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, სახალხო დამცველი მიმართავს ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარესა და გამგეობის წევრებს, რათა პოზიციების კონსტრუქციული შეჯერებისა და რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ურთიერთმოლაპარაკებით მიაღწიონ შეთანხმებას გათავისუფლებულთა შრომითი უფლებების აღდგენის თაობაზე.

ვიმედოვნებთ, რომ უფლებამოსილი პირები გაითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას, საკითხის სენსიტიურობას და უმოკლეს დროში მიიღებენ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს გათავისუფლებული პირების უფლებების დროულად აღდგენასა და ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის ფუნქციონირების ნორმალურ რეჟიმში გაგრძელებას", - აღნიშნულია განცხადებაში. 

გარდა ამისა, ომბუდსმენისთვის ცნობილია, რომ აღნიშნულმა 12-მა პირმა დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენის მიზნით, შესაბამისი სარჩელებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი