ახალციხის კლინიკა "იმედს" გიორგი აფციაურისთვის 114 ათას ლარზე მეტის გადახდა დაეკისრა – სასამართლოს გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, კლინიკა "იმედიდან" გათავისუფლებული რეანიმატოლოგის სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, კლინიკას ექიმისთვის კომპენსაციის სახით 114 ათას ლარზე მეტის გადახდა დაეკისრა.

მოსამართლე მაია ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი აფციაურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, გადაწყვეტილების მიხედვით, ბათილად იქნა ცნობილი კლინიკა იმედის 1-ლი ივლისის ბრძანება გიორგი აფციაურის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, ხოლო რეანიმატოლოგის სამსახურში აღდგენის ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 

"კლინიკა "იმედს", გიორგი აფციაურის სასარგებლოდ, სამსახურში აღდგენის ნაცვლად, კომპენსაციის სახით 16 161,56 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურება დაეკისროს. ასევე, კლინიკას დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 1–ელი ივლისიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე, ყოველთვიურად 8080 ლარის და 56 თეთრის ოდენობით", - განაცხადა მოსამართლემ.

გიორგი აფციაურის სასარგებლოდ, კლინიკა "იმედს" ასევე დაეკისრა იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 1000 ლარის ანაზღაურებაც. თავის მხრივ გიორგი აფციაურს კლინიკა "იმედის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. 

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მოსასმენად, პროცესზე არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.

შეგახსენებთ, გიორგი აფციაური ახალციხის კლინიკა "იმედიდან" გასული წლის 30 ივნისს გაათავისუფლეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი