ვინც არ არის აცრილი, აიცრას! ვინც ორჯერ არის, „ბუსტერი" გაიკეთოს, ვისაც „ბუსტერი“ უკვე აქვს, მეორე „ბუსტერი" გაიკეთოს - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

„ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას! ვინც ორჯერ არის აცრილი „ბუსტერი" გაიკეთოს, ვისაც „ბუსტერი“ უკვე აქვს, მეორე „ბუსტერი" აუცილებლად გაიკეთოს. ვაქცინების რაოდენობა საკმარისია, ჩვენ გვაქვს - „ფაიზერი“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი". რა თქმა უნდა, ვაქცინები ეფექტურია, განსაკუთრებით „ბუსტერი“

განუცხადა „ინტერპრესნიუსს“  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი