ე.წ. კრებსების საქმე | ნატა ფერაძე პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო ზეწოლის შედეგად პროკურატურამ ე.წ. კრებსების საქმეზე პირველი დაზარალებული დაასახელა. ეს სტატუსი საგამოძიებო უწყებამ სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს მიანიჭა.

იგი დღეს 14:00 საათზე თბილისის პროკურატურაშია დაბარებული.

საქმე ეხება ფარულ მოსმენებს. სავარაუდოდ, სუს-დან გაჟონილ ერთ-ერთ ჩანაწერში გაშიფრულია ნატა ფერაძის და ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძის საუბარი, რომელიც სასულიერო პირის მხრიდან ტრანსგენდერების დახმარებას უკავშირდება.

საქმეში საინტერესოა ერთი დეტალი, ისინი ამ თემაზე არა ტელეფონით, არამედ ფერაძის სახლში საუბრობდნენ.

2021 წელს ინტერნეტში ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემთხვევა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი