"ქუჩაში, ზუკას [ბერძენიშვილს] დაემუქრნენ ცემით, სახის გახევით, მოკვლით..." | სალომე ბარკერი

გამოქვეყნდა:

"რამდენიმე წუთის წინ ვინმე თორნიკე ბაღათურია და გიორგი ალთუნაშვილი მე და ზუკას გადაგვაწყდნენ ქუჩაში. ზუკას დაემუქრნენ ცემით, სახის გახევით, გოგოს გარეშე რო იყოს რასაც იმსახურებს იმის ქნით, მოკვლით", - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი Facebook-ზე წერს. 

რამდენიმე წუთის წინ ვინმე თორნიკე ბაღათურია და გიორგი ალთუნაშვილი მე და ზუკას გადაგვაწყდნენ ქუჩაში და ზუკას დაემუქრნენ ცემით, სახის გახევით, გოგოს გარეშე რო იყოს რასაც იმსახურებს იმის ქნით, მოკვლით, სხვა დროს სხვა ადგილას შეხვედრით, უკვე შეციებული ხინკლის მოტანით, ბოლტის კიდევ უფრო გაძვირებით, ყოველწლიურად მზარდი მაღალი ინფლაციით და დუინგ ბიზნეს რეიტინგში საქართველოს პოზიციების მკვეთრი ვარდნით.

ბოლოს კი მოძუძგეს თავის გზაზე მარა ნუ მაინც მინდოდა გცოდნოდათ, როგორც ნამდვილი “პროვოკატორისგან, რომელიც ამ ამბავსაც ქვეყანას მოსდებს”, - წერს სალომე ბარკერი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი