აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, მას შემდეგ რაც რუსეთი ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით საკუთარ მოთხოვნებს წარადგენს, გასაგები გახდება ვლადიმერ პუტინის ზრახვები.
”რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსები აპირებენ, წარმოადგინონ პირობები, რასაც მოითხოვენ ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რაც შემდგომში უფრო ფართო მოლაპარაკებების საშუალებას მოგვცემს.
ჩვენ ველოდებით ამ პირობებს და მაშინ, როდესაც დავინახავთ, როგორი იქნება ეს პირობები, გაცილებით უკეთესი წარმოდგენა გვექნება პუტინის განზრახვებზე”, - განაცხადა რუბიომ.