ესპანეთში, საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტზე, საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს, ერთს ამ დრომდე ეძებენ

გამოქვეყნდა:

ესპანეთში, საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მაშინ როცა ბრალდებულები საცხოვრებელ სახლს ტოვებდნენ, ისინი მეზობელმა დაინახა და ვიდეო გადაუღო. სწორედ აღნიშნული ვიდეოს მეშვეობით პოლიციამ ერთ-ერთი კაცი ადგილიდან მიმალვის შემდეგ, მეორე დღეს დააკავა, თუმცა კიდევ ერთს ჯერ ეძებენ.

ესპანური მედია წერს, რომ ორივე პირი დაჯგუფების წევრია, რომელიც ბინების ქურდობით არის დაკავებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი