
გლდანში 1 პირი დაჭრეს. ამის შესახებ "მთავარი არხის" ვებგვერდს თვითმხილველები უყვებიან. ამბობენ, რომ ამ წუთებში ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე იყო სისხლიანი მაისური და ცივი იარაღი.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
დეტალების გარკვევას შსს-ში ვცდილობთ.