65 წლის კაცს, რომელმაც გუშინ ავლაბარში ცოლი მოკლა, ბრალდებას სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

გამოქვეყნდა:

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ 65 წლის ზაქრო ვარდიაშვილს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

სასტიკი მკვლელობა გუშინ ავლაბარში მოხდა. მეუღლე ქალს ჩაქუჩით შელაპარაკების დროს გაუსწორდა.

თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით ლამზირა ვარდიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

სისხლიანი თავდასხმის უშუალო თვითმხილველი ვარდიაშვილების შვილია, რომელიც სახლში იმყოფებოდა. მან საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახა თუმცა ექიმებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 16-და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი