საქართველოში კოვიდით ინფიცირების შემთხვევები ისევ იზრდება | ბოლო 1 კვირაში ვირუსი 2 500-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისევ რთულდება. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს.

5 ივლისის მონაცემებით, მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 2 500-ს გადააჭარბა.

კოვიდ​მიმღები ცენტრების შემცირების ფონზე, კლინიკების უმრავლესობა კვლავ გადატვირთვაზე საუბრობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ქვეყანაში ახალი შტამების ცირკულირებამ განაპირობა:

"ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა ბოლო კვირების განმავლობაში. მოიმატა ახალი შემთხვევების რაოდენობამ, ჰოსპიტალიზებულთა რიცხვმა, რაც განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში ცირკულირებს ომიკრონის ახალი ქვეშტამები BA4 და BA5, რომელიც ხასიათდება ბევრად უფრო სწრაფი გადამდებლობით და მაღალი ჰოსპიტალიზაციით, ვიდრე ეს იყო გასული კვირების შემთხვევებში", - თქვა ეპიდემიოლოგმა, მაია კაშიამ.

მანვე აღნიშნა, რომ შემთხვევების მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის შეჩერებაც არის:

"სამწუხაროდ, იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში შეჩერებულია და პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს გადის თითოეული ადამიანის პირად პასუხისმგებლობამდე", - თქვა მან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი