გლდანში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ირკვევა, რომ სამ ახალგაზრდას შორის კონფლიქტი ე.წ. ბინგოს ხიდებთან დაიწყო, რის შემდგომაც ორი პირი სიტუაციას განერიდა. მესამე პირი - 18 წლის გ.ბ. მათ აედევნა და ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
ადგილობრივების თქმით, დაპირისპირების შემდეგ პოლიცია გამოიძახეს. საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ამოიღო.
18 წლის კაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენას ელოდება. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი კლინიკაში არიან მოთავსებული.
დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.