
ოჯახური ძალადობა კახეთში - ქმარი მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Gurjaanitv -ის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალს საკუთარი ქმარი ფიზიკურად გაუსწორდა. უცნობია დაპირისპირების მიზეზი. ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ქალს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაუწიეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.