საზოგადოებასაქართველოში კიდევ ერთი, მეოთხე მიწისძვრა მოხდაგამოქვეყნდა: ორშაბათი, 11 ივლისი, 2022 - 09:59
დაახლოებით 3 საათის ინტერვალში საქართველოში მეოთხე მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტირს პირველადი ინფორმაციით, კიდევ ერთი მიწისძვრა თბილისის დროით 09:48 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა. მისი სიდიდე 3.1 (ML) მაგნიტუდა იყო. 07:36 საათზე მიწისძვრა მოხდა სოფელ სამებასთან, მისი სიდიდე 4.8 მაგნიტუდა იყო; 09:10 საათზე კიდევ ერთი მიწისძვრა იყო საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან; 09:18 საათზე მიწისძვრა იყო სოფელ სამებასთან.