გიორგი რურუას წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გრძელდება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" დამფუძნებლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გრძელდება. საქალაქო სასამართლო ამ წუთებში, გიორგი რურუას საქმეს განიხილავს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ მოსამართლეს წერილობითი მტკიცებულებების წარდგენის შუამდგომლობით მიმართა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ 2020 წლის სამ იანვარს, გიორგი რურუას საკნიდან სამართალდამცავებმა პირდადი ნივთები ადვოკატის დასწრების გარეშე ამოიღეს, ბრალდების მხარე კი ამტკიცებს, რომ ადვოკატები, პროცესების გაჭიანურებას ცდილობენ. 

2020 წლის, ორ ივლისს, სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით გვიპასუხა ჩვენს განცხადებაზე და გადმოგვცა მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტების ასლები. მითითებული დოკუმენტები მნიშვნელოვანია წინამდებარე საქმის სრულყოფილად და ობიექტურად განხილვისათვის, რის გამოც ისინი უნდა დაერთოს საქმის მასალებს. განსაკუთრებით მნიშნველოვანია, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ, ჩვენთვის გადმოცემულ მასალებშია წერილი, რომელშიც ნოდარ ქინქლაძე ადასტურებს, რომ 2020 წლის სამ იანვარს გიორგი რურუას საკანში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს, გამომძიებლებს ეცნობათ, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს დაწესებულებაში იმყოფებოდა გიორგი რურუას ადვოკატი, გაიოზ ნიჟარაძე. თუმცა გამომძიებლებმა შეგნებულად არ მისცეს შესაძლებლობა გაიოზ ნიჟარაძეს მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო მოქმედებაში, - ამბობს გიორგი რურუას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი 

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე სამ საათზე მეტია გიორიგ რურუას სასამართლო პროცესი იმართება. დაცვის მხარემ, სახალხო დამცველის მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის საქმეზე დართვის შუამდგომლობა დააყენა. თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე და დაურთავს თუ არა ის საქმეს ამ მტკიცებულებებს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი