პატიმრის სუიციდი - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გლდანის ციხეში, პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება პენიტენციურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, დაიწყო. 

"გამოძიების დაწყების საფუძველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე, პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინება გახდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 11 ივლისს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა, დაახლოებით 03:10 საათზე, სუიციდი განახორციელა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას", - წერია განცხადებაში

პატიმრის გარდაცვალება დაადასტურა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი