ქათამაძის ჩვენება - ექიმებმა სამედიცინო ისტორიაში განსხვავებული ფაქტები ჩაწერეს

გამოქვეყნდა:

გიორგი ქათამაძის ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ახალგაზრდას სახეზე მნიშვნელოვანი დაზიანები აქვს მიყენებული. გიორგი შაქარაშვილის მეგობარს 18 ივნისს ტრაგიკულ დაბადების დღეზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას მცხეთში ასული თავდამსხმელის მოქნეული რკინა მოხვდა. დაზარალებული მოზარდი საკუთარ ჩვენებაში იხსენებს, რომ ინციდენტის ღამეს, როცა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ არ მიიღო, სასწრაფომ "თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" წაიყვანა.

ნაცემი გიორგი ქათამაძე "ზღვის ჰოსპიტალში" ორ მეგობართან ერთად სამ საათსა და 43 წუთზე შეიყვანეს, ექიმებმა მიღებისთანავე პაციენტის ისტორია გახსნეს, მიუხედავად იმისა, რომ მათი დაზიანებების სიმძიმის შესახებ ცნობილი იყო, სამედიცინო ისტორიაში სხვა ჩვენება დაწერეს. მედიკოსებმა პაციენტების  დაზიანებების მიზეზად ველოსიპედიდან გადმოვარდნა დაასახელეს. იმ დროს, როცა მოზარდს რეალურად სხეულის რამდენიმე ადგილზე შემავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ექიმი, მარეხი ბექაია ერთ ინტერვიუში ორ სხვადასხვა ამბავს ჰყვება. საქმეში კიდევ ერთ საეჭვო გარემოებას სწორედ ეს ქმნის. "ზღვის ჰოსპიტალში" შეყვანელ ახალგაზრდებს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდათ და მათთვის, საგანგებოდ, კლინიკის ქირურგები გამოიძახეს, რთული ოპერაციის შემდეგ პაციენტები ორ დღეში გაწერეს. დღეს კლინიკის ექიმი კი ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ველოსიპედიდიან გადმოვარდნილი სამი ახალგაზრდა დაჭრილი იყო.

ათტომიან საქმეში გიორგი ქათამაძის მკურნალი ექიმის ჩვენებაც დევს. თეა არჯევანიძე გამოძიებამ დაჭრილის მკურნალობის დაზიანებების გამო დაკითხა. 

რატომ არ შეატყობინა კლინიკის პერსონალმა პოლიციას დაჭრილი ახალგაზრდების შესახებ, არავინ საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გასულ კვირას იცოდნენ, რომ მათ ჰოსპიტალში მცხეთაში ჩხუბის დროს დაჭრილი ახალგაზრდები მკურნალობდნენ. ექიმების გარდა კლინიკის დაცვამაც კი იცოდა, რომ სამივე ახალგაზრდა კლინიკაში დაჭრილი მიიყვანეს. ამ ფაქტს კვირასვე ადასტურებდნენ.

სამი ახალგაზრდიდან ყველაზე მძემე პაციენტი გიორგი ქათამაძე იყო. საქმის გარემოებიდან კიდევ ერთი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი, რატომ წაიყვანა სასწრაფომ საბურთალოდან "თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" პაციენტი, როდესაც ტერიტორიულად მათი მიღება სხვა კლინიკას ეკუთვნოდა. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი