ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ნოღაიდელს დღეს საქალაქო სასამართლოში ელოდებიან

გამოქვეყნდა:

ყოფილ პრემიერმინისტრს დღეს საქალაქო სასამართლოში ელოდებიან. ზურაბ ნოღაიდელი უჩა მამაცაშვილის დაცვის მოწმეა. საქმე ანტიკორუფციული მოძრაობის წინააღმდეგ დაწყებულ დავას ეხება.

ამ დროისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, შეკითხვებს სემეკის ხელმძღვანელი, დავით ნარმანია პასუხობს. 

ნოღაიდელი შუამავალი კომპანია ელ გრინის ხელმძღვანელია, სწორედ ამ კომპანიის სამეურვეო საბჭოს წევრები არიან ივანიშვილ-მამაცაშვილთან დაახლოებული პირები და სწორედ ამიტომ ელიან ნოღაიდელისგან განმარტებებს, რა კავშირები აქვს მამაცაშვილთან და დადასტურდება თუ არა რომ სწორედ მამაცაშვილი კურირებს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს  და სწორედ მის გამო უძვირდება  მოსახლეობას ტარიფი 

ბიძინა ივანიშვილის ნათესავი ცილისწამების დადგენას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები კი ამბობენ რომ ხელისუფლება მათ პოლიტიკურად დევნის რისთვისაც მამაცაშვილს იყენებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი