ოჯახმა ანა გაბეჩავასთვის ადვოკატი დაიქირავა

გამოქვეყნდა:

მუქარა და ფსიქოლოგიური ზეწოლა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შემდეგ. ტრაგიკულად დასრულებული დაბადების დღის იუბილარის ადვოკატი ანა გაბეჩავას დაცვას მოითხოვს. ახალგაზრდა გოგოზე რამდენიმე დღეა არ წყდება ზეწოლა. ოჯახმა ანა გაბეჩავას დაცვის მიზნით, უფლებადამცველი დაიქირავა, რომელმაც დღეს მცხეთის პოლიციაში საჩივარი შეიტანა. 

საჩივარი გვაქვს შეტანილი მცხეთის დეპარტამენტში იმასთან დაკავშირებით რო უზრუნველყოფილი იქნეს მისი უსაფრთხოების გარანტიები. თუკი გაგრძელდება მის მიმართ მუქარა, შეურაცხყოფა, ზეწოლა და ა.შ. სოციალურ ქსელში, ამ შემთხვევაში, ჩვენ საქართველოს კანონმდებლობა გვაძლევს საშუალებას, რომ გამოყენებულ იქნას მის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიება. ვრცელდება ზეწოლა, მუქარა, შეურაცხყოფა ყველანაირად, საზოგადოების მხრიდან. აქედან გამომდინარე, თუ ასე გაგრძელდა, თავისთავად მივმართოთ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებისთვის, - ამბობს ადვოკატი ლიკა ბითაძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი