
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღესაც გადაიდო. მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო უკვე რამდენიმე თვეა საკუთარ სასამართლოებს ვერ ესწრება. დღეს ე.წ. საზღვრის კვეთის საქმის სხდომა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ის დაწყებიდან მალევე დასრულდა. მომდევნო სხდომა მოსამართლემ 20 ივლისს 12 საათზე ჩანიშნა.