პატიმარი მე-18 ციხის ხელმძღვანელობას ძალადობაში ადანაშაულებს და 1 კვირაა შიმშილობს

გამოქვეყნდა:

სავარაუდო ძალადობა პატიმარზე, დავით გუჯეჯიანის ოჯახის მტკიცებით, მე-18 დაწესებულების ხელმძღვანელმა, დავით დარასელიამ და სხვა თანამშრომლებმა პატიმარზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადეს.

მოძალადეების დასჯის მოთხოვნით, გუჯეჯიანი 5 ივლისიდან შიმშილობს. პატიმრის დედა ამბობს, რომ მისი შვილი მძიმე ავადმყოფია და ამ ეტაპზე მისი კლინიკაში ოპერაციის გასაკეთებლად გადაყვანა მნიშვნელოვანია.

პატიმრის დედა დღეს პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეხვედრასაც ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ.

"მოხდა მასზე ფიზიკური წამება, როგორ შეიძლება ასეთ ავადმყოფ ბიჭზე ფიზიკური წამება. არ ვიცი, რამდენი განცხადება მაქვს დაწერილი, შეიძლება 30-ზე მეტი, რომ ხდება ყოველდღიურად მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის, დარასელიას მხრიდან და მისი თანამშრომლების მხრიდან ჩემს შვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. მოვდიოდი, ვწერდი, დღემდე არანაირი პასუხი, ერთი პასუხი არ მაქვს მიღებული. ჩემი შვილი ითხოვს, რომ შეიყვანონ ისეთ პალატაში სადაც იყო, როცა ფანჯარა იღებოდა და ჰაერი შედიოდა", - ამბობს დავით გუჯეჯიანის დედა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით ინფორმირებულია სახალხო დამცველი და სპეციალური საგამოძიებო სამსახური.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი