
ყალბი ოქროს მონეტების ხმაურიანი საქმე, რომელმაც შავი სამყარო ორად გაყო. ურთიერთბრალდებები, საქმის გარჩევები, სისხლიანი დაპირისპირებები - კრიმინალური დავა, რომელშიც უშუალოდ იყო ჩართული ე.წ
კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, რამდენიმე კვირა გრძელდებოდა და საბოლოოდ სპეცოპერაციების სერიით დასრულდა.
საქართველოს სამ სხვადასხვა ქალაქში დაკავებულია 7 პირი, თუმცა როგორც ირკვევა თავად კანონიერი ქურდები გამოძიების ინტერესის საგანს არ წარმოადგენენ და ისინი კვლავ ხელშეუხებლები არიან. ძალოვანებს არც ნივთმტკიცება ყალბი მონეტები ამოუღიათ, საქმეში მხოლოდ სატელეფონო ჩანაწერები ფიგურირებს.
ავტორი: გუგა მაისურაძე