წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში ოჯახის წევრებს შორის დაწყებული დავა დაჭრით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე კაცს შვილთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც სანადირო თოფიდან გაისროლა.
საფანტის ტყვია მეორე შვილს მოხვდა. ახალგაზრდა ქალი ყელის არეში მიყენებული ჭრილობით სამედიცინო დაწესებულებაში ჰყავთ გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. 65 წლამდე კაცი სამართალდამცველებმა დააკავეს.