
რატომ შეექმნა პრობლემები შვეიცარიულ ბანკს, რომლისგანაც ბიძინა ივანიშვილი ასობით მილიონი დოლარის დაბრუნებას ითხოვს? Financial Times "კრედიტ სუისის" მუშაობით დაინტერესდა და ვრცელი დოკუმენტური ფილმი გადაიღო.
"დროის ათვლა კრედიტ სუისისთვის" ამ სათაურით მასალა დღეს გამოქვეყნდა. ფილმის ავტორების თქმით, კერძო შვეიცარიული ბანკის ფინანსური პრობლემები უკვე ათწლეულია იმ კლიენტების მომსახურებას უკავშირდება, რომელთა რეპუტაციაც და შემოსავლებიც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს - მათ შორის ერთ-ერთი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც რუს ოლიგარქებთან ერთად მილიონობით დოლარს სწორედ ამ ბანკში ინახავდა.
ჟურნალისტების მუშაობის მთავარი ამოცანა ამ შემთხვევაში იყო იმის გარკვევა, თუ რატომ შეექმნა ბანკს ისეთი პრობლემები, როდესაც უკვე დაიწყო რამდენიმე სასამართლო დავა და სწორედ ერთ-ერთ ასეთ მაგალითად არის მოყვანილი ოლიგარქი ივანიშვილის შემთხვევა.
ფილმის ავტორების თქმით, ბანკი ათწლეულების განმავლობაში უგულებელყოფდა საბანკო რისკებს და მათ კლიენტებს შორის ხშირ შემთხვევაში ჩნდებოდნენ ისეთი პირებიც, რომელთა შემოსავლებიც ყოველთვის ეჭვებს იწვევდა და პირდაპირ თუ ირიბ კავშირში იყვნენ რუსეთთან და კრემლის გავლენებთან. ხშირ შემთხვევაში სწორედ რუსი ოლიგარქების აქტივების მართვით ცდილობდა კრედიტ სუისი ფინანსური მოგების ნახვას და მათ შორის ერთ-ერთ ასეთ კლიენტად ფილმში დასახელებულია ბიძინა ივანიშვილი.
საბოლოოდ სიტუაცია დრამატულად შეიცვალა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როდესაც შვეიცარიული ბანკის კლიენტების დიდი ნაწილი სანქცირებულთა სიაში მოხვდა, რამაც ბუნებრივად იმოქმედა არა მხოლოდ კრედიტ სუისის რეპუტაციაზე, არამედ ფინანსურ მდგომარეობაზეც.
ივანიშვილის დავა კრედიტ სუისთან 2011 წელს დაიწყო. საქმის დეტალებით, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში, ბანკის თანამშრომელს პატრის ლესკოდრონს გადაჰქონდა აქტივები ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან, რომელთა შორის იყო ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვიტალი მალკინის ანგარიშებიც.
გამოცემა ბლუმბერგის თანახმად „კრედიტ სუისმა“ ოლიგარქ ივანიშვილს სულ მცირე 607 მილიონი დოლარი დააკარგვინა.
[ვრცლად კრედიტ სუისის მუშაობისა და კავშირების შესახებ რუს ოლიგარქებთან რეპორტაჟი მთავარში 21 საათზე]
ავტორი: ზურა პეტროსიანი