სუს-ის კრებსების საქმეზე ნოდარ რუხაძეს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტის, ნოდარ რუხაძის განცხადებით, პროკურატურამ უკანონო მოსმენა-მიყურადების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. მისი თქმით, სირცხვილია, რომ საგამოძიებო უწყებას მხოლოდ ახლა, მას შემდეგ გაახსენდა, რაც სარჩელი სტრასბუგრში გაიგზავნა.

"დამირეკეს პროკურატურიდან და მითხრეს, რომ მომენიჭება დაზარალებულის სტატუსი უკანონო მოსმენა-მიყურადების საქმეზე. მთელ საქართველოს რომ გვისმენდნენ და ახლაც გვისმენენ, ხომ გახსოვთ, ჰოდა, მე დაზარალებულად მაღიარებენ. ეს კარგია, მაგრამ პროკურატურას მხოლოდ ახლა რომ გავახსენდი, მას შემდეგ, რაც ჩემი საქმე გუშინ სტრასბურგში გაიგზავნა… ცოტა არ იყოს, სირცხვილია. ყოჩაღ მეგობრებო, ისევ გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუქ პოსტზე დაწერილი ბოტ-კომენტარი მახსენდება: მივესალმები მთავრობის ასეთ სწრაფ და სწორ რეაგირებას. დაუსჯელი არავინ დარჩება", - წერს ნოდარ რუხაძე.

დღეს ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს "ფორმუალს" ჟურნალისტს, თამარ ჩიხლაძეს, ხოლო 8 ივლისს, აქტივისტს, ნატა ფერაძეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი