"მთავარი არხის" თანამშრომლების უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო:
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, ტელეკომპანია “მთავარი არხის” თანამშრომელთა შორის გამართული კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს." ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა და პროპაგანდისტმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც "მთავარი არხის" გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული.
იხილეთ ასევე: