"უცნობის" გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით "მთავარი არხის" ჟურნალისტებს დღეს გამოკითხავენ

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" თანამშრომლების უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. 
"მთავარი არხის"-ის ჟურნალისტები, რომლებიც ფარულ აუდიო ჩანაწერში ფიგურირებენ გამოკითხვაზე დაიბარეს. ისინი უწყებაში დღეს უნდა მივიდნენ.

"მთავარი არხის" იურისტი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გამოძიების ლოგიკურად დასრულების იმედი არ აქვს.

"არცერთი გამოძიება არ დასრულებულა შედეგიანად და ეს ლოგიკურიც არის, იმიტომ, რომ როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის დაკავებული ამ უკანონო საქმიანობით, ბუნებრივია, რომ სხვა საგამოძიებო ორგანოები არ გამოიძიებენ ხელისუფლების დავალებით ჩადენილ დანაშაულს. მოხდება უბრალოდ გამოკითხვა, მთავარი არხის თანამშრომლების ალბათ ამ უკანონო ჩანაწერის გამავრცელებლის, რომელმაც ხელისუფლების დაკვეთით გააკეთა ეს და აქ დასრულდება ყველაფერი, უბრალოდ იტყვიან, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ეს პერიოდი რამდენი ხანი გრძელდება, არავინ არ იცის", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა და პროპაგანდისტმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც "მთავარი არხის" გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული. მათი საუბარი სავარაუდოდ 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში ჩაიწერეს, სწორედ ამ დროს არის გასული ის რეპორტაჟი, რომლის შესახებაც ისინი მსჯელობენ. სიუჟეტი სუს-დან გამოჟონილ ფაილებს ეხებოდა, კონკრეტულად როგორ იყენებს ხელისუფლება ნასამართლევ ადამიანებს არჩევნების დროს ხმების მოსაგროვებლად.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი