თემირლან მაჩალიკაშვილის პირადი ნივთები ოჯახს გამოძიების შეწყვეტიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ დაუბრუნეს

გამოქვეყნდა:

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის პირადი ნივთები ოჯახს გამოძიების შეწყვეტიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ დაუბრუნეს.

გენერალურმა პროკურატურამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოჯახს სრულად გადასცა სპეცოპერაციის დღეს ამოღებული ნივთები.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრში'', რომელიც მაჩალიკაშვილის საქმეზე მუშაობს, ამბობენ, რომ მობილური ტელეფონის გადაცემის შემდეგ, ვერ შეძლეს მისი სათანადო დათვალიერება, რადგან Facebook და WhatsApp აპლიკაციაზე წვდომა ვერ ხერხდება.

ცნობისთვის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სამართალდამცავის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა. ის 10 იანვარს კლინიკაში გარდაიცვალა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი