
სამართალდამცველებმა თბილისში ჯგუფურად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 9 პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები თბილისში მდებარე სასტუმროებში - "საბუდარასა" და "არგოში", ასევე, ამავე დაწესებულებების ბარებში სისტემატურად იკრიბებოდნენ, მფლობელის - გ.-ს. და ადმინისტრაციის თანამშრომლების მითითებით, სასტუმროში მისულ პირებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ.
უწყების განცხადებითვე, სასტუმროების - "არგოსა" და "საბუდარას" ადმინისტრატორები ორგანიზებას უწევდნენ სექსუალური მომსახურების მსურველი მამაკაცებისა და პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების ერთმანეთთან დაკავშირებას.
შსს ფარულ ვიდეო ჩანაწერსა და სატელეფონო საუბარსაც აქვეყნებს: