ჩხიკვაძის განცხადება ნიშნავს აშშ-ს წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას - ჯანეზაშვილი

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს აშშ-ს წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას ნიშნავს.

"ლაშა ჩხიკვაძის განცხადების შესახებ:

ჯერ ერთი არ მჯერა რომ მან დაწერა, მაგრამ მისი სახელით გავრცელებული ტექსტი უკვე ნიშნავს აშშ-ს წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას, რაც ძალიან შემაშფოთებელი ამბავია", - წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძემ სამთავრობო მედიებს განცხადება მისცა, სადაც წერს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

ჩხიკვაძე წერს, რომ მისი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი