
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით,საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და შიდა გადაცემას არ უკავშირდება.
ოთხი ახალი შემთხვევა ყველა შემოტანილია, არც ერთი არ არის შიდა გადაცემით გავრცელებული. ორი გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო ორი სხვა ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეები არიან“ განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსისგან ინფიცირებულების უკვე 87% გამოჯანმრთელდა, ამჟამად კოვიდ-ცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს.
საქართველოში დღეს კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 943 შემთხვევაა დადასტურებული
გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 821-ს შეადგენს.