
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე ამბობს, რომ დღეს მისი განცხადება "რუსთავი 2"-ს, რომელიც ერთ-ერთი დაინტერესებული მხარეა, იმიტომ მიაწოდა, რომ ის ნეიტრალურია.
ცნობისთვის, ლაშა ჩხიკვაძემ განაჩენი სწორედ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გამოიტანა. გარდა ამისა, ის "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ზაზა გველესიანის მეგობარია, რასაც ორივე მხარე ადასტურებს. წესით კავშირი მოწმესა და მოსამართლეს შორის ჩხიკვაძის აცილების საფუძველი უნდა გამხდარიყო, თუმცა ლაშა ჩხიკვაძემ "რუსთავი 2"-ის საქმე არ აიცილა.
"ჩავთვალე, რომ ყველაზე ნეიტრალური, ამ ეტაპზე არხი, ამ ეტაპზე, არის რუსთავი 2. ჩემი შეფასებით, ყველაზე ნეიტრალური არხი, ამ ეტპაზე, არის რუსთავი 2", - თქვა ლაშა ჩხიკვაძემ.
იხილეთ ასევე: