პირველი ჩხუბი - ახალი დეტალები შაქარაშვილის საქმის 10 ტომიანი გამოძიებიდან

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების 10 ტომიანი საქმიდან ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მომხდარის შესახებ ჩვენებაში საუბრობენ, ნახალოვკაში მცხოვრები ახალგაზრდები, რომლებიც იუბილარის მეგობრები არიან.

ერთ ერთი არასრულწლოვანი ყვება, რომ საბურთალოელების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას და აგრესიულ ქმედებებს.

ამის შემდგ, ჩვენების მიხედვით, არასრულწლოვანი შენობას ტოვებს, თუმცა მალევე აგრესიული ახალგაზრდები უკან მიყვებიან და პირველი დაპირისპირებაც აქედან იწყება:. როგორც არასრულწლოვანი იხსენებს, მას ჩხუბში მისი მეგობარი, ვახო ჩიქოვანი გამოესარჩლა.

ნ.ხ-ს ჩვენება: 

იქ მყოფი ჩემთვის უცნობი რამდენიმე პიროვნება იქცეოდა გამომწვევად  და აგრესიულად, როგორც ჩემ ასევე ჩემი მეგობრის მიმართ, კერძოდ ისროდნენ რეპლიკებს ჩვენი მისამართით და საუბრობდნენ ჩვენზე დამცინავი ტონით, ხოლო რა იყო მათი ასეთი ქმედების მიზეზი ჩემთვის უცნობია. ამის შემდეგ რადგან დარბაზში ძალიან ცხელოდა მე მარტო გავედი შენობის გარეთ ეზოში,რა დროსაც ეზოში მე ვიყავი მარტო.  ჩემი ეზოში გასვლიდან დაახლოებით 10 წუთში ეზოში ასევე გამოვიდნენ დარბაზში მყოფი ის ბიჭებიც, რომლებიც დარბაზში დამცინავად ლაპარაკობდნენ ჩვენზე და იქცეოდნენ გამომწვევად ჩვენს მიმართ. ამის შემდეგ რამდენიმე წუთში ეზოში გამოსულმა ბიჭებმა , როდესაც დამინახეს და მოვიდნენ ჩემთან, რა დროსაც ჩვენ ერთმანეთთან შევლაპარაკდით, რა დროსაც ჩვენს შორის მოხდა სიტყვიერი კონფლიქტი, რა დროსაც მე იქ ვიყავი მარტო.

მე გადავედი გზაზე  და ჩამოვჯექი ზ/ აღნიშნული კიბეების დაახლოებით მეორე თუ მესამე საფეხურზე. სადაც ასევე მოვიდნენ ის პიროვნებები,  რომელთაგან ერთი დაჯდა ჩემს წინ, ხოლო დანარჩენები ჩემს გარშემო დაახლოებით ერთ მეტრის რადიუსში იდგნენ ფეხზე.მე და იმ პიროვნებამ რომელიც იჯდა ჩემს წინ გავაგრძელეთ საუბარი, ლაპარაკის დროს აღნიშნული პიროვნება იქცეოდა ჩემს მიმართ აგრესიულად,  რა დროსაც მე მას ვეპასუხებოდი და ვცდილობდი მისთვის  პასუხის გაცემას.  ამ დროს უეცრად უკანა მხრიდან ჩემგან მოულოდნელად თავის არეში მომხვდა რაღაც, რის შემდეგ ჩემს წინ მდგომმა პიროვნებამაც დამარტყა ხელი სახის არეში  და იმავე დროს მე ვიგრძენი, რომ კიდევ რამდენიმე ადამიანი მირტყამდა , ამ დროს მე თავზე და სახის არეში ავიფარე ხელები და ვცდილობდი  დარტყმისაგან თავის დაცვას, ამავე დროს მე წამოვედი კიბეებიდან და ჩავედი გზაზე რა დროსაც იქ უცბათ მოვიდა ჩემი მეგობარი ვახო ჩიქოვანი რომელმაც კითხა იქ მყოფ პირებს რა ხდებაო, ხოლო მოსვლისთანავე იქ მყოფმა პიროვნებებმა ვახოსაც დაუწყეს ცემა - წერს არასრულწლოვანი ჩვენებაში 

ვახცო ახვლედიანის ჩვენება:

სახლიდან გამოვიდა ჩემი მეგობარი ნ.ხ და ერთერთი საბურთალოელი, ვინაიდან ისინი სწრაფი ნაბიჯით მოძრაობდნენ ვკითხე რამე პრობლემა ხომ არ ქონდათ, რაზეც საბურთალოელმა მიპასუხა არაფერი ისეთი უბრალოდ სალაპარაკო მაქვსო. ისინი ავიდნენ კიბეებზე, საიდანაც ნიკოლოზი დაბრუნდა უკან და საფეთქლიდან მოსდიოდა სისხლი, ხოლო უკან ლანძღვა-გინებით მოსდევდა აღნიშნული საბურთალოელი ახალგაზრდა, მე მათ ჩავუდექი შუაში და მოვუწოდე, რომ გაგვერკვია სიტუაცია, რადგან ეზოში ჩვენი საუბრით შესაძლო იყო ხელი შეგვეშალა მიმდინარე საღამოსთვის. რაც რა თქმა უნდა იქნებოდა ძალიან უსიამოვნო. ჩემი შეთავაზების დროს მანამ სანამ გარეთ გავიდოდით მოულოდნელად დამარტყა ხელი სახის არეში, მას დაეხმარნენ მისი თანმხლები პირები, წამაქციეს და მირტყამდნენ სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რა დროსაც აღნიშნული ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით ერთ წუთს- წერს ახვლედიანი ჩვენებაში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი