მკვლელობა "ქურდული გარჩევის" დროს - ფოთში მოკლულის მამა მომხდარის დეტალებს იხსენებს

გამოქვეყნდა:

ფოთში 44 წლის მამაკაცი ე.წ ქურდული გარჩევის დროს მოკლეს. "მთავარისთვის" ცნობილი ხდება, რომ ვაჟა ტყებუჩავას ხელკეტებით 5 ადამიანი უსწორდებოდა. მამაკაცს მოტეხილი აქვს ხელის მტევნები, ფეხები, მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული სახის არეში. ერთ ერთი ვერსიით ტყებუჩავაზე რუსეთში მცხოვრებმა "კანონიერმა ქურდმა" იძია შური.

დაპირისპირება სავარაუდოდ, სხვაგან მოხდა, რის შემდეგაც უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ნაგავსაყრელთან მიიყვანეს, სადაც ის ადგილობრივმა იპოვა. ვაჟა ტყებუჩავა  საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მოკლული ტყებუჩავას მამა ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ დაპირისპირების დროს ისიც ადგილზე იყო. მისი თქმით, 5 თავდამსხმელისთვის მან წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. თავდამსხმელები, რომლებიც რკინის ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული მისი შვილი წაიყვანეს, რის შემდეგაც ის ვაჟა ტყებუჩავას 3 საათის განმავლობაშ ეძებდა. მოკლულის მამა ამბობს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციისთვის არ უცნობებია.

ტერიტორიაზე, სადაც თავდამსხმელებმა ტყებუჩავა მიიყვანეს, მეზობლები ამბობენ, რომ მას რამდენიმე ადამიანი სასტიკად სცემდა და ისინი თეთრი მიკროავტობუსით მას შემდგ გაიქცნენ, რაც ადგილობრივებმა ყვირილი დაიწყეს.

ამის შემდეგ მოსახლეობამ სასწრაფო გამოიძახა, თუმცა მძიმედ ნაცემი ტყებუჩავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი