5 საათის განმავლობაში "მთავარი არხის" ჟურნალისტები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იმყოფებოდნენ. გია ჩეჩეჩილაძის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე, რომლის ფიგურანტებიც პოსტ ფაქტუმის თანამშრომლები არიან, გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
გამოძიების ძირითადი მიმართულებაა, რომ გამოიძიონ, როგორ მოხდა ამ ჩანაწერის გაკეთება. ვინ, როგორ... შესაბამისად, კითხვებიც არის სად მოხდა, სად ვიყავით, როგორ ვისხედით და ა.შ. ჩემთან ასე ხაზგასმა რომ თანამშრომლის მხრიდან ხომ არ მოხდებოდა ეს, არ იყო რა თქმა უნდა. ადამიანებზეც ვინ შედის ოთახში, ვინ შეიძლებოდა შესულიყო, როგორ კონტროლდება, რამდენად კონტროლდება. აინტერესებდათ სიუჟეტი რაზე კეთდებოდა, რა მასალებს განვიხილავდით, თუმცა მე როგორც ვთქვი, ზედმეტ დეტალებში თვითონ არ შევედი და არც თვითონ არ შეეცადნენ ამ დეტალებში შესვლას, - ამბობს გიორგი გაბუნია.
ცნობილია, რომ ჟურნალისტი ლაშა კვესელაძე ამ წუთებშიც გამოკითხვაზე იმყოფება, გიორგი გვიშიანი კი უახლოეს დღეებში გამოიკითხება.
ჯერჯერობით უცნობია როდის გამოიკითხება თავად უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერის გამავრცელებელი გია გაჩეჩილაძე.