
მუხიანში, ნოზაძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს დაახლოებით 10-მდე ავტომობილი შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაახლოებით 35 წლის კაცი დაიღუპა. სავარაუდოდ, არიან დაშავებულებიც.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და საპატრულო პოლიცია არის მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.