
ზვიად კუპრავა პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის სახელით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ის Facebook-ზე წერს, მალხაზ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა, რომელიც გვიანთ ღამით სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, პირველ რიგში მისი შვილის საქმეზე უნდა მოიხადოს სასჯელი.
"ახლა ვესაუბრე მალხაზ მაჩალიკაშვილს.
მთხოვა, რომ მისი სახელით გავავრცელო განცხადება, რადგან მას ფბ დაბლოკილი აქვს.
1. მას მიაჩნია, რომ ეს არის დასაწყისი. რომელსაც ექნება გაგრძელება და თემირლანის საქმე აუცილებლად მივა ბოლოდე.
2. გოგაშვილმა მთავარი სასჯელი უნდა მოიხადოს სწორედ თემირლანის საქმეზე და არა რაიმე შეთითხნილი მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ბრალდებით.
მისი განწყობა არის შესაბამისი. არ ამოძრავებს შურისძიება, ის ითხოვს სამართლიანობის აღდგენას", - წერს ზვიად კუპრავა.
ამავე თემაზე: