"ვიცე პოლკოვნიკს თურმე გაუფორმებელი იარაღი ჰქონია სახლში" - სოსო გოგაშვილის შვილი

გამოქვეყნდა:

სოსო გოგაშვილთან ე.წ. მოდულის შენობაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი იმყოფება. მასთან სავარაუდოდ რამდენიმე საათში შევა და მოინახულებს ადვოკატი დიმიტრი ღონღაძე.

გოგაშვილი სუს-ის შენობაში, სადაც რამდენიმე წლის წინ ის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა, ახლა პატიმრის სტატუსით, წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ოჯახი ამბობს, რომ გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის იარაღის უკანონ შეძენა შენახვა ტარების მუხლით:

"ვიცე პოლკოვნიკს თურმე გაუფორმებელი იარაღი ჰქონია სახლში. 2 იარაღი ჩადეს და შეტენეს ყალბი ფაქტები მოსმენების და .ა.შ სამი მუხლით არის საქმე" -  თქვა გოგაშვილის შვილმა მამის სუს-ში გადაყვანის შემდეგ.

შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, სპეცოპერაციით დააკავეს. სპეცოპერაცია თბილისში, გოგაშვილის სახლში გვიან ღამით დაიწყო. ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების კადრები მისმა მეუღლემ გაავრცელა.

სპეცოპერაცია თბილისის გარდა,ჩატარდა სხვადასხვა ადგილას. გაჩხრიკეს გოგაშვილების სახლები აჭარასა და კახეთშიც.

კერძოდ, საგამოძიებო მოქმედებები  ჩატარდა გონიოში, გოგაშვილის შვილის, ნინი გოგაშვილის სახლში. ასევე, თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ბინაში, სადაც მისი მეორე შვილი ნიკა გოგაშვილი ცხოვრობს. 

პოლიციამ გაჩხრიკა გოგაშვილის მძღოლის სახლიც, ასევე სასტუმრო სიღნაღში.

სამართალდამცველებმა სახლებიდან მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, მეხსიერების ბარათები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები წაიღეს.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი