ვისაუბრეთ, როგორ შეიძლებოდა მოხვედრილიყო ჩამწერი აპარატურა - ჟურნალისტი გიორგი გვიშიანი გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

უკანონო მიყურადების საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა "მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" ჟურნალისტი გიორგი გვიშიანი გამოკითხა. ის უკანონო აუდიოჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტია და გამომძიებლების კითხვებს 2 საათზე მეტ ხან პასუხობდა.

გვიშიანი ამბობს, რომ შეკითხვები არ შეეხებოდა მისი და პროდიუსერის კომუნიკაციას. გამომძიებლების კითხვები ეხებოდა იმას, თუ ვის შეიძლებოდა დაემონტაჟებინა აუდიოჩამწერი. 

"ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიძლებოდა მოხვედრილიყო ჩვენთან ჩამწერი აპარატურა, ან ვის შეიძლებოდა ეს ჰქონოდა დამონტაჟებული. მე ისევ იმ აზრზე ვრჩები, რომ ეს, ალბათ, სუს-ის მიერ არის გაკეთებული. მთავარი ადრესატი კითხვების არის "უცნობი" და მან უნდა გასცეს პასუხი კითხვებს: ვინ მიიტანა, როდის მიიტანა, როგორ მიიტანა, საიდან მიიტანა და საერთოდ როგორ აღმოჩნდა მის ხელში ჩვენი პირადი საუბრები და რატომ გაასაჯაროვა ეს ყველაფერი და რა საზოგადოებრივი ინტერესი დააკმაყოფილა ამით.

ყველაფერი, რაც შეიძლება, ჟურნალისტის ხელში ჩავარდეს, არ არის საეთეროდ განკუთვნილი. მით უმეტეს, როდესაც მას არ გადაუმოწმებია ჩვენთან ეს საუბრები ავთენტური იყო, თუ არ იყო. კითხვებზე მოუწევს, ალბათ, უცნობს გაცემა და ვნახოთ რას იზამს",- ამბობს გიორგი გვიშიანი. 

გია გაჩეჩილაძის მიმართ. რომელსაც სავარაუდოდ, ორშაბათს გამოკითხავენ. 

შეგახსენებთ, საქმეზე გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, "ოცნების" მხარდამჭერმა და პროპაგანდისტმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც "მთავარი არხის" გადაცემა Post Factum-ის დაგეგმვის პროცესია ასახული. 
 

ავტორი: საბა ბუაძე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი