ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ვიღაცას დაურეკა, საჩუქარი ვაჩუქეთ, მისაღები მიიღო, პრემია გვეკუთვნისო - გოგაშვილის ცოლი

გამოქვეყნდა:

სოსო გოგაშვილის მეუღლე ამბობს, რომ მისი ქმარი პროფესიონალია და საიდუმლო მასალების გატანას არ აპირებდა. მისი თქმით, სპეცრაზმმა გასულ ღამეს სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს იარაღო ჩაუდო, ხოლო ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დისკები, 6-7 ფლეშკა და წერილობითი დოკუმენტაცია - მე მინდა მტკიცებით ფორმაში [ვთქვა], რაც ჩემი თვალით დავინახე, როგორ ჩაუდეს ჩემს მეუღლეს ბერეტა და აკაესი კალაშნიკოვი. მათ შორის ლეპტოპი ლეონოვო, თხელი, ახალი გამოსული. ახალა გამახსენდა ბრენდი, მეხსიერების ბარათები, 6-7 ფლეშკა, დისკები და წერილობითი დოკუმენტაცია - თქვა თეა მარტყოფლიშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, პირდაპირი ჩართვისას.

მისივე თქმით, სპეცრაზმი გასულ ღამეს სახლში, სადაც არასრულწლოვნებიც იმყოფებოდნენ ძალის გამოყენებით შევიდა და სასწრაფოს გამოძახების უფლებასაც არ აძლევდნენ. როგორც თეა მარტყოფლიშვილი ამბობს, მოლოდინი ჰქონდა, რომ მათ აეროპორტში დააკავებდნენ. მისი ინფორმაციით, გოგაშვილები დღეს საზღვარგარეთ წასვლას გეგმავდნენ

"მქონდა მოლოდინი რომ აეროპორტში დაგვაკავებდნენ და არ მოგვცემდნენ უფლებას რომ გავფრენილიყავით, მაგრამ სახლში მოხდა ეს, სამწუხაროდ არასრულწლოვან ბავშვებთან, ასეთი მხეცური და ჯალათური რამ მოახდინეს 21-ე საუკუნეში...მათ კარგად იცოდნენ, რომ სოსოს კარგი ურთიერთობები ჰქონდა დიპკორპუსთან, არასამთავრობოებთან და რომ გვითვალთვალებდნენ, ამის შიში ჰქონდათ და დაასწრეს" ამბობს ის.

ექსმაღალჩინოსნის მეუღლე იხსენებს, რომ სპეცოპერაციისას ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ხელმძღვანელობას ანგარიში ტელეფონით ჩააბარა და გვარებსაც ასახელებს:

"პირადად მოვისმინე, მტკიცებით ფორმაში ვამბობ, ერთმა სპეცრაზმელმა ნიღაბი აიწია, ვიღაცას დაურეკა და ეუბნება, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დვალიშვილი გიორგი იყოვო, ვიღაც პაპუნა, მოადგილეებიცო, მეშვიდე მთლიანადო, შსს-ს უფროსობა, ვაჩუქეთ საჩუქარი, წარმატებულად ჩაიარა ყველაფერმა და პრემია გვეკუთვნისო. მისაღები მიიღო რა დავალებაც გვქონდაო." ამბობს სოსო გოგაშვილიც ცოლი.

თეა მარტყოფლიშვილის ინფორმაციით, გამოძიება მისი ქმრის წინააღმდეგ სსკ-ის სამი უხლით - 333 -ე, 157-ეს მეოთხე ნაწილითა და 236-ე მუხლებით აღძრეს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი