დოკუმენტი გასაჯაროვდება დაახლოებით 10 დღის განმავლობაში...ასახავს მტკიცებულებას რამდენიმე არჩევნების გაყალბებაზე | გოგაშვილის ადვოკატი 

გამოქვეყნდა:

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის უფლებადამცევლი, დიმიტრი ღონღაძე ამბობს, რომ ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ.

ადვოკატის თქმით, გოგაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, დაალოებით 10 დღეში გახდება ცნობილი. 

"ამ ეტაპისთვისაც ჯერ ოფიციალურად ბრალი წარდგენილი არ არის. ერთადერთი რაც ვიცით, ეს არის, რომ მოხდა მისი დაკავება ოფიციალურად. გადმოგვეცა ჯერჯერობით მხოლოდ დაკავების ოქმი, სადაც დაფიქსირებულია, რომ დაკავებულ იქნა დღეს დაახლოებით 2-ის ნახევარზე. გამოძიება მიმდინარეობს 3, მუხლით.

რაც შეეხება მოტივს, ბატონი სოსო განცხადებით, დაკავების მოტივს უკავშირებს მის მიერ 1 დღით ადრე გავრცელებულ განცხადებას, რომელიც შეეხება მის ხელთ არსებულ იმ მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდება ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების სქემა. 

მისი განმარტებით, დაკავებასთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა. როგორც ჩვენ გვითხრა ამ დოკუმენტის გასაჯაროება მოხდება დაახლოებით 10 დღის განმავლობაში. რომელიც ასახავს მისივე განმარტებით, სისტემურ მტკიცებულბებს თუ როგორ ხდებოდა რამოდენიმე არჩევნების გაყალბება. 

ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი. იარაღთან დაკავშირებით, მოწოდებული ინფორმაციით, მეც ვრწმუნდები გარკვეულწილად, რომ ორივე იარაღი არის ჩადებული. საუბარია პისტოლეტზე და ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე. 

მისი გზავნილია ის, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს და ამხელს ხელისუფლებას ამ სისტემური დანაშაულის შესახებ",- ამბობს ადვოკატი. 

ამავე თემაზე:

მუშაობდა არჩევნების გაყალბების სქემებზე...დოკუმენტები საზღვარგარეთაა, აპირებს რამოდენიმე დღეში გასაჯაროებას | გოგაშვილის ადვოკატი 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი