მკვლელობა ფოთში - მოკლულს მუხლები დაუცხრილეს

გამოქვეყნდა:

44 წლის ვაჟა ტყებუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ე.წ. კანონიერი ქურდები გაუსწორდნენ. მამაკაცს ჯერ ხელკეტებით სცემეს, შემდგ კი ესროლეს. ცეცხლნასროლ ჭრილობებს ადასტურებს კლინიკის ექიმიც. მიუხედავად იმისა, რომ ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, გამოძიებას დაკავებული ჯერ არ ჰყავს

ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თვალ-ბუდის დაზიანება, გულ-მკერდის დაზიანება, ასევე შემავალი ჭრილობა მუხლებისა და წინამხრის არეში, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული - ამბობს ექიმი. 

პირველი თავდასხმა ტყებუჩავაზე პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამოს 7 საათისთვის მოხდა, ამის შემდეგ კი ტყებუჩავა ხუთმა პიროვნებამ მანქანაში ჩაისვა და სხვა ადგილას წაიყვანა. ტყებუჩავას სასტიკად 5 ადამიანი გაუსწორდა. ის ხელკეტებით სცემეს და ქუჩაში დატოვეს.

მამაკაცის ცხედარი ამჟამად ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ტყებუჩავას ოჯახის წევრები და ახლობლები პირდაპირ არა, მაგრამ პირად საუბრებში არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა "ქურდულ სამყაროს" და კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება

44 წლის ახალგაზრდა ფოთში გუშინ მოკლეს. ადგილობრივები გაზრდილ კრიმინალზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ქალაქში დანაშაული ყოველდღიურად ხდება, თუმცა გამოუძიებელი რჩება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი