სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალს ამ წუთებში სუსის შენობაში აცნობენ.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ გამოძიება სამი მუხლით - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლით დაიწყო.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილი გუშინ საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სუს-ში განაცხადეს, რომ გოგაშვილის დაკავება "მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება და არა ახალს".